კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT
კარლო ანჩელოტიმ „რეალის“ დატოვება გადაწყვიტა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი დატოვებს ესპანურ კლუბს 2024-25 წლების სეზონის დასრულების შემდეგ. ამის შესახებ იტყობინება გამოცემა Onda Cero.

აღნიშნავენ, რომ ანჩელოტიმ მყარად გადაწყვიტა წასვლა. ის არ დარჩება „რეალში“ იმ შემთხვევაშიც, თუ გუნდი ლა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგას მოიგებს.

იტალიელის სპეციალისტის მოქმედი კონტრაქტი 2026 წლის ზაფხულამდეა ძალაში. ანჩელოტი „რეალს“ 2021 წლიდან ავარჯიშებს და ამ პერიოდში გუნდმა ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და კლუბებს შორის მსოფლიო ჩემპიონატი.