კარლო ანჩელოტიმ ოქტომბრის მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა #1TVSPORT

14:04, 02.10.2025

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ოქტომბრის მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

ნაკრებში დაბრუნდნენ მადრიდის „რეალის“ ფეხბურთელები – ედერ მილიტაო, ვინისიუსი და როდრიგო. განაცხადში არაა ნეიმარი, რომელიც ტრავმირებულია.

ოქტომბერში ბრაზილია ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს – 10 ოქტომბერს სეულში სამხრეთ კორეას შეხვდება, ხოლო 14 ოქტომბერს ტოკიოში – იაპონიას.

ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა:

მეკარეები: ბენტუ („ალ ნასრი„), ედერსონი („ფენერბაჰჩე“), უგო სოუზა („კორინთიანსი“).

მცველები: კაიო ენრიკე („მონაკო“), კარლოს აუგუსტო („ინტერი“), დუგლას სანტოსი („ზენიტი“), ედერ მილიტაო („რეალ მადრიდი“), ფაბრიციო ბრუნო („კრუზეირო“), გაბრიელ მაგალაეში („არსენალი“), ბერალდო (პსჟ), ვანდერსონი („კრუზეირო“), უესლი („ალ ნასრი“).

ნახევარმცველები: ანდრე („ვულვზი“), ბრუნო გიმარაეში („ნიუკასლი“), კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“), ჟოაო გომეში („ვულვზი“), ჟოელინტონი („ნიუკასლი“), ლუკას პაკეტა („ვესტ ჰემი).

თავდამსხმელები: ესტევაო („ჩელსი“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“), იგორ ჟეზუსი („ლოს ანჯელესი“), ლუის ენრიკე („ზენიტი“), მატეუს კუნია („მანჩესტერ იუნაიტედი“), რიშარლისონი („ტოტენჰემი“), როდრიგო, ვინისიუს ჟუნიორი („რეალ მადრიდი“).

მსგავსი