კარლო ანჩელოტიმ მარტის მატჩებისთვის ბრაზილიის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა – ნეიმარი განაცხადს მიღმა დარჩა #1TVSPORT

22:55, 16.03.2026

ბრაზილიის ეროვნული საფეხბურთო ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ მარტის ამხანაგური მატჩებისთვის გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

განაცხადში ვერ მოხვდა „სანტოსის“ შემტევი და ბრაზილიის ნაკრების ყველა დროის საუკეთესო ბობმარდირი ნეიმარი, რომლის შესახებაც ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ნაკრების უახლოეს შეხვედრებში მონაწილეობას მიიღებდა.

ბრაზილიის ეროვნული გუნდი 26 მარტს ამხანაგურ მატჩს საფრანგეთთან გამართავს, ხოლო 31 მარტს ხორვატიას შეხვდება. ეს არის ბოლო სანაკრებო შეკრება მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებამდე.

მეკარეები: ალისონი („ლივერპული“), ბენტო („ალ-ნასრი“), ედერსონი („ფენერბაჰჩე“)

მცველები: ვესლი („რომა“), ალექს სანდრო („ფლამენგო“), დანილო („ფლამენგო“), დუგლას სანტოსი („ზენიტი“), მარკინიოსი (პსჟ), გაბრიელ მაგალაესი („არსენალი“), ლეო პერეირა („ფლამენგო“), ბრემერი („იუვენტუსი“), იბანიესი („ალ-აჰლი“)

ნახევარმცველები: კაზემირო („მანჩესტერ იუნაიტედი“), ფაბინიო („ალ-იტიჰადი“), ანდრეი სანტოსი („ჩელსი“), დანილო („ნოტინგემ ფორესტი“), გაბრიელ სარა („გალათასარაი“)

თავდამსხმელები: ვინისიუს ჟუნიორი („რეალ მადრიდი“), რაფინია („ბარსელონა“), ჟოაო პედრო („ჩელსი“), გაბრიელ მარტინელი („არსენალი“), მატეუს კუნია („მანჩესტერ იუნაიტედი“), ლუის ენრიკე („ინტერი“), ენდრიკი („ლიონი“), იგორ ტიაგო („ბრენტფორდი“), რაიანი („ბორნმუთი“).

მსგავსი