კარლო ანჩელოტიმ გამორიცხა „რეალიდან“ აზარის წასვლა #1TVSPORT
კარლო ანჩელოტიმ გამორიცხა „რეალიდან“ აზარის წასვლა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გაუკეთა გუნდიდან ედენ აზარის სავარაუდო წასვლის შესახებ ჭორებს.

ცოტა ხნის წინ, პრესაში დაიწერა, რომ „რეალი“ აპირებს ბელგიელ ნახევარმცველთან გამოთხოვებას. ანჩელოტომ უარყო ეს ინფორმაცია.

„აზარი შედის მომავალ სეზონში ჩვენს გეგმებში. შემიძლია ეს დავადასტურო“, – მოჰყავს იტალიელი სპეციალისტის სიტყვები გაზეთ Marca-ს.

ამ სეზონში აზარმა ყველა ტურნირზე 16 მატჩი ჩაატარა და ორი შედეგიანი გადაცემით გამოიჩინა თავი.

ადრე იტყობინებოდნენ, რომ 31 წლის ბელგიელმა უარი განაცხადა „ნიუკასლში“ გადასვლაზე.