კარლო ანჩელოტიმ გამოაცხადა, რომ „რეალი“ მის კარიერაში ბოლო კლუბი იქნება #1TVSPORT
კარლო ანჩელოტიმ გამოაცხადა, რომ „რეალი“ მის კარიერაში ბოლო კლუბი იქნება #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ დაასრულებს სამწვრთნელო კარიერას, როცა ესპანურ კლუბს დატოვებს.

„რეალში“ კარიერის ეს ეტაპი ბოლო იქნება. მადრიდელების შემდეგ მე დავასრულებ. „რეალი“ საფეხბურთო მწვერვალია. ასეთი გამოცდილების შემდეგ აქვს აზრი წერტილის დასმას“, – განუცხადა ანჩელოტიმ გაზეთ Il Messagero-ს.

63 წლის იტალიელი სპეციალისტი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მწვრთნელია მსოფლიო ფეხბურთში. ანჩელოტი ერთადერთია, ვისაც მოგებული აქვს ევროპის TOP5 ქვეყნების ყველა ჩემპიონატი, აგრეთვე ოთხჯერ გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაზე.