კარლო ანჩელოტიმ დაასახელა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი მათგან, ვისთანაც კარიერისას უმუშავია #1TVSPORT
კარლო ანჩელოტიმ დაასახელა ყველაზე ძლიერი ფეხბურთელი მათგან, ვისთანაც კარიერისას უმუშავია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ლეგენდარული ფრანგი ნახევარმცველი ზინედინ ზიდანი დაასახელა საუკეთესოდ იმ ფეხბურთელებს შორის, რომლებთან ერთადაც კარიერის განმავლობაში მოუწია მუშაობა.

„ზიდანი – უძლიერესი ფეხბურთელია, ვისთანაც ოდესმე მიმუშავია. დაუჯერებელია ის, რასაც ვარჯიშებზე აკეთებდა. ასეთი რამ არასოდეს მინახავს“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები ITASportPress-ს.

იტალიელი სპეციალისტი „რეალში“ პირველი მისვლისას (2013-2015 წლები) თანამშრომლობდა ზიდანთან.