კარლო ანჩელოტი - ვერ ვხსნი იმ ფაქტს, რომ ვინისიუსი უეფა-მ სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაასახელა #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - ვერ ვხსნი იმ ფაქტს, რომ ვინისიუსი უეფა-მ სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაასახელა #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, იტალიელმა კარლო ანჩელოტიმ უკმაყოფილება გამოთქვა იმ ფაქტის გამო, რომ „სამეფო კლუბის“ ბრაზილიელი თავდამსხმელი ვინისიუსი უეფა-მ გასული სეზონის სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაასახელა.

უეფა-ს 2022/2023 წლის სეზონის საუკეთესო ფეხბურთელის ტიტულისთვის ლიონელ მესი, კევინ დე ბრუინი და ერლინგ ჰალანდი იბრძოლებენ.

„ჩემთვის ვინისიუსი თუ საუკეთესო არა, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი მაინც არის მსოფლიოში. არაფერი გამკვირვებია იმაზე მეტად, ვიდრე ის, რომ სამ საუკეთესო ფეხბურთელს შორის არ დაასახელეს, ამ ფაქტს ვერ ვხსნი.

თუმცა, ამას ჩემთვის და ვინისიუსისთვის მნიშვნელობა არ აქვს. ყველამ იცის, რამდენად კარგი და მნიშვნელოვანია ის გუნდისთვის“, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ბრაზილიის ნაკრების 23 წლის მარცხენა თავდამსხმელმა გასულ სეზონში ყველა ტურნირზე 55 შეხვედრაში ითამაშა, მან 23 გოლი გაიტანა და 21 საგოლე გადაცემა შეასრულა.