კარლო ანჩელოტი – ვაკვირდებით 70 ფეხბურთელს, ფავორიტები არ გვყავს #1TVSPORT

09:37, 11.09.2025

ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ახსნა „რეალის“ ფორვარდის, როდრიგოს არყოფნა სექტემბრის სანაკრებო მატჩებში.

„ცხადია, მეხსიერებას აქვს მნიშვნელობა. მე ძალიან კარგად ვიცნობ როდრიგოს და დარწმუნებული ვარ, რომ ის შეძლებს ნაკრების დახმარებას. ჩვენ ვაფასებთ დაახლოებით 70 ფეხბურთელს – ფიზიკური მომზადების, ტექნიკისა და ტაქტიკის მხრივ, რათა მსოფლიო ჩემპიონატისთვის ჩამოვაყალიბოთ მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი შემადგენლობა. ფავორიტები არ არიან: საბოლოოდ სწორედ მინდორზე გადაწყდება, ვინ წავა მსოფლიო ჩემპიონატზე“, – განაცხადა ანჩელოტიმ.

ბრაზილიამ მეხუთე ადგილზე დაასრულა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი და ფინალურ ეტაპზე თამაშის უფლება მოიპოვა.

მსგავსი