კარლო ანჩელოტი „რეალის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი „რეალის“ მწვრთნელობის მთავარი კანდიდატია #1TVSPORT

მადრიდის „რეალი“ მოლაპარაკებებს აწარმოებს კარლო ანჩელოტისთან მთავარ მწვრთნელად დანიშვნის შესახებ, – თავის „ტვიტერზე“ დაწერა იტალიელმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ.

61 წლის ანჩელოტის, რომელიც 2013-15 წლებში ავარჯიშებდა „რეალს“, 2024 წლის ზაფხულამდე აქვს კონტრაქტი „ევერტონთან“.

რამდენიმე ესპანურმა გამოცემამ, მათ შორის, „მარკამ“ ანჩელოტი მთავარ კანდიდატად დასახელა მთავარი მწვრთნელის პოსტზე ზინედინ ზიდანის წასვლის შემდეგ.

ანჩელოტის ხელმძღვანელობით, მადრიდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგა, უეფა-ს სუპერთასი და ესპანეთის თასი მოიგო, ასევე გაიმარჯვა კლუბებს შორის მსოფლიოს ჩემპიონატზე.

დატოვე კომენტარი