კარლო ანჩელოტი ნეიმარზე - მკაფიო ხედვა მაქვს იმაზე, რომ ნაკრებისთვის უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი უნდა გახდეს #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ გამოცემა Globo-სთვის მიცემულ ინტერვიუში ილაპარაკა „სანტოსის“ ფორვარდის, ნეიმარის როლზე მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე. იტალიელ სპეციალისტს ეიმედება ვეტერანი ფეხბურთელის.
„ნეიმარი ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა ჩვენი ნაკრებისთვის. ის უნდა მოემზადოს და ამისთვის დრო აქვს. მე ვუთხარი მას, რომ მკაფიო ხედვა მაქვს იმაზე, რომ ნეიმარი უმნიშვნელოვანესი ფეხბურთელი უნდა გახდეს ბრაზილიის ნაკრებისთვის.
მე-10 ნომერი ვინისიუსს? ეს ნომერი ძალიან ბევრს ნიშნავს ბრაზილიის ნაკრებისთვის. ეს ნომერი შეიძლება სხვასთან გადავიდეს, რადგან ჩვენს გუნდში ბევრია ისეთი ფეხბურთელი, რომელიც მის ტარებას იმსახურებს“, – განაცხადა ანჩელოტიმ.
უფრო ადრე 33 წლის ნეიმარმა ამა წლის დეკემბრამდე გააგრძელა კონტრაქტი „სანტოსთან“. მისი ხელფასი ბრაზილიურ კლუბში თვეში დაახლოებით 700 ათასი ევრო იქნება.