კარლო ანჩელოტი – ნეიმარს დამატებითი დროისთვის ვინახავდით #1TVSPORT
ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ იმ მიზეზის შესახებ ისაუბრა, რის გამოც იაპონიის წინააღმდეგ მუნდიალის 1/16-ფინალურ ეტაპზე ნეიმარი არ ათამაშა.
„თამაშის მსვლელობისას თავდაპირველი გეგმის შეცვლა მოგვიწია. მას შემდეგ, რაც კაზემირომ ანგარიში გაათანაბრა, უპირატესობა ჩვენს მხარეს გადმოვიდა და აღარ მინდოდა იმ ტაქტიკური მონახაზის მოშლა, რომელმაც გაამართლა. რაც შეეხება ნეიმარს, მას დამატებითი ტაიმებისთვის ვინახავდით“, – აღნიშნა ანჩელოტიმ.
ბრაზილიამ იაპონია დრამატულ შეხვედრაში 2:1 დაამარცხა და მერვედფინალის საგზური მოიპოვა, სადაც ნორვეგიასა და კოტ დ’ივუარს შორის გამარჯვებულს შეხვდება.
ნეიმარმა 2026 წლის მუნდიალზე ერთი შეხვედრა ჩაატარა შოტლანდიასთან, ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის მატჩში ის მოედანზე 76-ე წუთზე გამოჩნდა.