კარლო ანჩელოტი - „ნაპოლი“ ძალიან ძლიერია და კიდევ უფრო მეტი განვითარების რესურსი აქვს #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - „ნაპოლი“ ძალიან ძლიერია და კიდევ უფრო მეტი განვითარების რესურსი აქვს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში „ნაპოლისთან“ გამარჯვებაზე (4:2) ისაუბრა.

„გახსნილი თამაში გამოვიდა. არცერთი გუნდი ბურთს არ აყოვნებდა. ბევრი გოლიც ვიხილეთ და კიდევ უფრო მეტი საგოლე მომენტი შეიქმნა. „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც მაღალი კლასი და კიდევ უფრო მეტი განვითარების რესურსი აქვს.

როდესაც გამოჩნდა, რომ დაღლილობამ იჩინა თავი, შედეგის მისაღწევად ახალი ენერგიით შევუტიეთ. ნიკოლას პასი შეცვლაზე შევიდა და მადრიდის „რეალში“ თავისი პირველი გოლი გაიტანა. ის 2004 წელსაა დაბადებული და ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ფეხბურთელია, რომელიც ახალგაზრდულ გუნდში თამაშობს.

ბელინგემმა კვლავ გაიტანა, მიხარია, რომ ასეთი ფეხბურთელი მყავს. უფრო მეტად ის მახარებს, რომ, ძირითადი შემადგენლობის რვა მოთამაშის არყოფნის მიუხედავად, მოვიგეთ. წარმატების გასაღები გუნდში არსებული ატმოსფეროა, ასევე მოთამაშეთა დამოკიდებულება, რომლებიც მაღალი დონის პროფესიონალები არიან. ვფიქრობ, ასეთი მატჩების შედეგებს სწორედ ეს განაპირობებს”, – განაცხადა კარლო ანჩელოტიმ.

ჯგუფის მეორე შეხვედრაში „ბრაგამ“ „უნიონთან“ 1:1 ითამაშა. ხუთი ტურის შემდეგ პირველ ადგილზე „რეალია“ (15 ქულა), რომელიც მერვედფინალში გავიდა. „ნაპოლის“ შვიდი ქულა აქვს და ბოლო ტურში საკუთარ მოედანზე „ბრაგას“ ეთამაშება. ნეაპოლელებს ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც აძლევთ ხელს, მაგრამ თუ ორი ან მეტი ბურთით არ დამარცხდებიან, პლეი ოფში, შესაძლოა, წაგების შემთხვევაშიც გავიდნენ.