კარლო ანჩელოტი - მთავარია, ესპანეთის სუპერთასი მოვიგოთ, თუნდაც დაუმსახურებლად #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - მთავარია, ესპანეთის სუპერთასი მოვიგოთ, თუნდაც დაუმსახურებლად #1TVSPORT

„რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ესპანეთის სუპერთასის ფინალის შესახებ ისაუბრა, რომელიც ხვალ, 14 იანვარს ერ-რიადში (საუდის არაბეთში) გაიმართება.

„სამეფო კლუბი“ ესპანეთის სუპერთასის ფინალში თავის მთავარ და პრინციპულ მეტოქეს, „ბარსელონას“ დაუპირისპირდება.

„თუ „ბარსელონაზე“ უკეთესად ვითამაშებთ, გავიმარჯვებთ, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები „მარკას“, – თუმცა მთავარია, სუპერთასი მოვიგოთ, თუნდაც დაუმსახურებლად, მე მაინც მოხარული ვიქნები“.

ესპანეთის სუპერთასის ნახევარფინალში „რეალმა“ თანაქალაქელი „ატელტიკო“ დაამარცხა. უხვგოლიანი მატჩის ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, დამატებულ პერიოდში კი ანჩელოტის შეგირდებმა კიდევ ორი ბურთი გაიტანეს (5:3) და ესპანეთის სუპერთასის ფინალის საგზური მოიპოვეს.