კარლო ანჩელოტი - მბაპეს ადაპტაცია „რეალში“ დასრულებულია, ის ბედნიერია #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - მბაპეს ადაპტაცია „რეალში“ დასრულებულია, ის ბედნიერია #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ შეაჯამა 2024 წელს თავისი გუნდის გამოსვლა, აგრეთვე ილაპარაკა ფორვარდ კილიან მბაპეს ადაპტაციის შესახებ.

„2024 წელს უმაღლეს შეფასებას ვაძლევ იმ სირთულეების გათვალისწინებით, რომელიც ჩვენ გვქონდა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ხუთი ტიტული მოვიგეთ. 2025 წელს ვითხოვ: ვიბრძოლოთ და მოვიგოთ ჩემპიონთა ლიგა.

ეს იყო ბრწყინვალე წელი. განუმეორებელი. ჩვენ არც ისე ბევრი მატჩი წავაგეთ, მაგრამ, ალბათ, ყველაზე ნაღვლიანი იყო „ბარსელონასთან“ წაგება „სანტიაგო ბერნაბეუზე“.

ვფიქრობ, მბაპეს ადაპტაციის პერიოდი დასრულდა. ის უფრო მოტივირებული და ბედნიერია აქ. მას სჭირდებოდა ადაპტაცია, მაგრამ ახლა ის დასრულებულია“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები გაზეთ Marca-ს.