კარლო ანჩელოტი ლას ვეგასის „კლასიკოზე“ - „ბარსელონასთან“ მატჩები არასოდეს არის ამხანაგური #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი ლას ვეგასის „კლასიკოზე“ - „ბარსელონასთან“ მატჩები არასოდეს არის ამხანაგური #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ ილაპარაკა ახალი სეზონისგან მოლოდინის შესახებ.

„გამარჯვებები ბედნიერებას მანიჭებს, ამიტომაც მინდა ამ მომენტების შენარჩუნება. გვინდა მომავალ სეზონში გავიმეოროთ ის, რასაც გასულ სეზონში მივაღწიეთ. ვცდილობთ ახალი ფეხბურთელების ადაპტირებას ჩვენს ფილოსოფიასთან. გვაქვს შარშანდელ სეზონთან შედარებით გაუმჯობესების შესაძლებლობა. მეტი დამაჯერებლობა და ცოდნა გაგვაჩნია“, – აცხადებს ანჩელოტი.

ასევე ანჩელოტიმ „ბარსელონასთან“ ლას ვეგასში გასამართ ამხანაგურ მატჩზეც გამოთქვა აზრი.

„ბარსელონასთან“ მატჩები არასოდეს არის ამხანაგური. ჩვენ ძალიან ვაფასებთ ამ გუნდს. და, რა თქმა უნდა, გვინდა ამ თამაშის მოგება და შოუს მოწყობა, როგორს ეს ყოველთვის ხდება „რეალსა“ და „ბარსელონასთან“ მატჩების დროს. ეს ძალიან პრინციპული დაპირისპირებაა“, – ამბობს იტალიელი სპეციალისტი.

„რეალსა“ და „ბარსელონას“ შორის მატჩი 24 ივლისს, თბილისის დროით დილის შვიდ საათზე დაიწყება. ამერიკულ ტურნეში „რეალი“ ასევე მექსიკის „ამერიკასა“ (27 ივლისი) და „იუვენტუსს“ (31 ივლისი) შეხვდება.