კარლო ანჩელოტი - კვარაცხელიასა და ოსიმენის კონტრშეტევები თავიდან უნდა ავიცილოთ #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - კვარაცხელიასა და ოსიმენის კონტრშეტევები თავიდან უნდა ავიცილოთ #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში „ნაპოლისთან“ დაპირისპირებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წინააღმდეგ დიდი სიფრთხილით უნდა ითამაშონ.

„ამ შეხვედრის მოგებით შეგვიძლია პირველი ადგილი გავინაღდოთ. ამიტომ გვსურს, რაც შეიძლება კარგად ვითამაშოთ. „ნაპოლიში“ მაძარის დანიშვნა არ გამკვირვებია. ის ჩემი მეგობარი და გამოცდილი მწვრთნელია, რომელიც იტალიურ ფეხბურთს კარგად იცნობს.

ორივე გუნდში ბევრი ტრავმირებული მოთამაშეა, მაგრამ ასეთი ვითარება გუნდს ყოველთვის აძლიერებს. ჩვენ ვნახეთ, „ატალანტასთან“ ბერგამოში „ნაპოლიმ“ რა კარგად ითამაშა.

„ნაპოლისთან“ პირველ მატჩიც რთული იყო და ახლანდელ დაპირისპირებაშიც იმავეს ველოდები. კვარაცხელიასა და ოსიმენის კონტრშეტევები შეიძლება სახიფათო აღმოჩნდეს და ამიტომ ეს საფრთხეები თავიდან უნდა ავიცილოთ“, – განაცხადა ანჩელოტიმ პრესკონფერენციაზე.

„ნაპოლის“ ტრავმის გამო იესპერ ლინდსტრომი, მატიას ოლივერა და მარიო რუი ვერ დაეხმარებიან, ხოლო „რეალს“ – ტიბო კურტუა, მილიტაო, ედუარდო კამავინგა, აურელინ ჩუამენივინისიუს ჟუნიორი, კეპა არასაბალაგა და ლუკა მოდრიჩი. ბრაიმ დიასი კი მომჯობინდა და, შესძლოა, შეცვლაზე ითამაშოს.

„რეალი“ „ნაპოლის“ შეხვედრა 29 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე დაიწყება.