კარლო ანჩელოტი იუბილარია
კარლო ანჩელოტი იუბილარია

1959 წლის 10 ივნისს, რეჯოლოში კარლო ანჩელოტი დაიბადა. თანამედროვეობის ერთ-ერთი საუკეთესო მწვრთნელი წარმატებული ფეხბურთელიც იყო და სხვადასხვა დროს „პარმას“, „მილანის“, „რომას“ და იტალიის ნაკრების ღირსებას იცავდა.

კარლო ანჩელოტიმ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვება სამჯერ იზეიმა. იტალიელი სპეციალისტი ფეხბურთის ისტორიაში ერთადერთი მწვრთნელია, რომელმაც ევროპის ყველა წამყვანი ეროვნული ჩემპიონატები მოიგო: იტალიის („მილანი“), („ჩელსი“), საფრანგეთი (პსჟ), გერმანიის (ბაიერნი). ანჩელოტი „რეალთან“ ერთად ესპანეთის თასსაც დაეუფლა.

2019 წლიდან იტალიელი მწვრთნელი სათავეში ინგლისურ „ევერტონს“ ჩაუდგა.

დატოვე კომენტარი