კარლო ანჩელოტი ჰეონ-მინ სონს აკვირდება #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი ჰეონ-მინ სონს აკვირდება #1TVSPORT

ლონდონის „ტოტენჰემის“ ფორვარდი ჰეონ-მინ სონი, შესაძლოა, ევროპის ტოპ-კლუბში გადავიდეს.

კორეელი ფეხბურთელი მზად არის კარიერაში მომდევნო ნაბიჯის გადასადგმელად, როგორც გამოცემა Sport1 იტყობინება, 30 წლის ფეხბურთელს მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ყურადღებით აკვირდება.

უახლოეს პერიოდში სონი კარიერის განვითარების სავარაუდო ვარიანტების განხილვას აპირებს.

პრემირლიგის მიმდინარე სეზონში სონმა სამი გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი გადაცემა შეასრულა.