კარლო ანჩელოტი - ამ ზაფხულს „რეალი“ ახალ ფეხბურთელს აღარ შეიძენს #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - ამ ზაფხულს „რეალი“ ახალ ფეხბურთელს აღარ შეიძენს #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ განაცხადა, რომ მისი კლუბი აღარ აპირებს ამ ზაფხულს ახალი ფეხბურთელების შეძენას.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას მადრიდელებმა ორი ფეხბურთელი დაიმატეს – „ჩელსიდან“ მცველი ანტონიო რიუდიგერი და „მონაკოს“ ნახევარმცველი ორელიენ ჩუამენი.

„ჩუამენი და რიუდიგერი გუნდს ხარისხ დაუმატებენ. ანტონიო შესანიშნავი ცენტრალური მცველია, რომელსაც სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. ორელიენსაც შეუძლია სხვადასხვა როლის შესრულება ნახევარდაცვაში. ის ახალგაზრდაა, მაგრამ უკვე თამაშობს საფრანგეთის ნაკრებში.

გუნდში კონკურენცია – წარმატების საფუძველია. რა თქმა უნდა, ამ ფეხბურთელებს დასჭირდებათ დრო ადაპტაციისთვის, მაგრამ ეს პროცესი სწრაფად უნდა წარიმართოს.

შემიძლია გითხრათ, რომ აღარ ვაპირებთ ახალი ფეხბურთელების გაფორმებას. ჩვენ ისედაც ყველაფერი წესრიგში გვაქვს“, – განაცხადა ანჩელოტიმ.