კარლო ანჩელოტი - 26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ვიქნები #1TVSPORT
კარლო ანჩელოტი - 26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრების მწვრთნელი ვიქნები #1TVSPORT

მადრიდის „რეალის“ მთავარმა მწვრთნელმა, კარლო ანჩელოტიმ კომენტარი გაუკეთა ბრაზილიის ნაკრებში დანიშვნას. იტალიელი სპეციალისტი ესპანურ კლუბს ამ სეზონის შემდეგ დატოვებს.

„26 მაისიდან ბრაზილიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვიქნები. ეს დიდი გამოწვევაა. მაგრამ მე ჯერ ისევ მადრიდის „რეალის“ მწვრთნელი ვარ. მინდა, კარგად დავასრულო ამ დიადი თავგადასავლის ეს ნაწილი. რატომ გახდა ჩემი წასვლა ოფიციალური? იმიტომ, რომ ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციამ გამოაქვეყნა ეს განცხადება და 26 რიცხვიდან მე ვიქნები ამ ქვეყნის ეროვნული გუნდის მწვრთნელი.

„რეალი“ მაშინ გააკეთებს ოფიციალურ განცხადებას, როცა მოისურვებს. ამაში ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ. მე არ ვიცი, როდის გამოაქვეყნებენ ისინი განცხადებას. ეს მაშინ მოხდება, როცა საჭიროდ ჩათვლიან. მეტი არაფრის დამატება არ შემიძლია“, – მოჰყავს ანჩელოტის სიტყვები გამოცემა Madrid Universal-ს.