კარლ ჰარცელი - შექმნილ ვითარებაში რთულია ბიზნესგარემოს სწრაფი შეფასება, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში
კარლ ჰარცელი - შექმნილ ვითარებაში რთულია ბიზნესგარემოს სწრაფი შეფასება, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში

ვფიქრობ, რთულია ახლა შექმნილ ვითარებაში ბიზნესგარემოს სწრაფი შეფასება, როგორც საქართველოში, ისე ევროპაში, რადგან ყველას დიდი ზარალი მიადგა უპრეცედენტო საფრთხის გამო, – განაცხადა თემის კომენტირებისას საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა.

​„რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია ამჟამინდელი ნეგატიური ტენდენციის მაქსიმალური გამოყენება მდგრადი აღდგენის მხარდასაჭერად. მაგალითად, ევროკავშირში განსაკუთრებული ყურადღება მახვილდება ციფრულ და მწვანე დღის წესრიგზე. ვფიქრობ, რომ კრიზისი ასევე არის შესაძლებლობა, რომ ამ მიმართულებით ვიაროთ.

რაც შეეხება ზოგადად, ბიზნესგარემოს, რეფორმების პროცესის შენარჩუნება დარჩება ძალიან მნიშვნელოვანი საქართველოსთვის მომავალი წლების განმავლობაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.