კარლ ჰარცელი საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გაფორმების ექვსი წლისთავს ქართულ ენაზე ულოცავს

14:09, 27.06.2020

ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების შეთანხმების გაფორმების ექვსი წლისთავს „ტვიტერში“ ქართულ ენაზე გამოეხმაურა.

„გილოცავთ ჩვენი ძლიერი და მზარდი ურთიერთობის საყრდენის, ევროკავშირ-საქართველოს ასოცირების შეთანხმების 6 წლისთავს!“, – ქართულ ენაზე წერს კარლ ჰარცელი.

ამასთან, საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში ჰარცელმა მიულოცა საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ექვსი წლისთავი და ის პროგრესი, რომელსაც, მისი თქმით, ქვეყანამ მიაღწია გასული წლის განმავლობაში.

მსგავსი