კარლ ჰარცელი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს ხვდება
კარლ ჰარცელი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილს ხვდება

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი კარლ ჰარცელი პარლამენტის ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს, დავით სონღულაშვილს ხვდება.

შეხვედრა დახურულ ფორმატში საკანონმდებლო ორგანოში მიმდინარეობს.

ევროინტეგრაციის კომიტეტში აცხადებენ, რომ აღნიშნული შეხვედრა გაცნობითი ხასიათისაა, რადგან დავით სონღულაშვილი ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე რამდენიმე დღის წინ დაინიშნა.