კარლ ჰარცელი - მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას, აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს
კარლ ჰარცელი - მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას, აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს

მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, მის უფლებას, აირჩიოს, ვისთან ითანამშრომლოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განუცხადა.

„მე არ ვარ ნატო-ს წარმომადგენელი და ნატო-ს სახელით ვერ ვისაუბრებ. როგორც ევროკავშირის წარმომადგენელს, შემიძლია, ვთქვა, რომ მხარს ვუჭერთ საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და მის უფლებას, აირჩიოს მისი თანამშრომლობა. ეს არის ფუნდამენტური პრინციპი, რითაც თანამედროვე ევროპული უსაფრთხოება ხელმძღვანელობს. ამ პრინციპს ვიცავთ ჩვენი ამერიკელი, ნატო-ელი და ეუთო-ს პარტნიორებთან ერთად.

ვიმედოვნებთ, რომ შეძლებისდაგვარად მოკლე დროში შევძლებთ ამჟამინდელი დაძაბული ვითარების განმუხტვას. ჩვენ ევროკავშირის მხრიდან ვთქვით, რომ მზად ვართ, ვიმოქმედოთ მკაცრი საფასურის გადასახდელად, სამხედრო ინტერვენციის ან დესტაბილიზაციის მცდელობის შემთხვევაში“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

დატოვე კომენტარი