კარლ ჰარცელი - მივესალმებით კონსტრუქციულ დისკუსიას, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების პოტენციალის დემონსტრირებაა
კარლ ჰარცელი - მივესალმებით კონსტრუქციულ დისკუსიას, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების პოტენციალის დემონსტრირებაა

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ მიესალმება კონსტრუქციულ დისკუსიას, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების პოტენციალის დემონსტრირებაა. ამის შესახებ საქართელოში ევროკავშირის ელჩმა მიკრობლოგ „ტვიტერის“ პირად გვერდზე ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ დაწერა.

„მმართველ პარტიასა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის პირველი დიალოგი ახლახან დასრულდა. ჩვენ მივესალმებით კონსტრუქციულ დისკუსიას, რომელიც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების პოტენციალის დემონსტრირებაა“, – წერს კარლ ჰარცელი.

დატოვე კომენტარი