კარლ ჰარცელი – დაძაბულ პოლარიზებულ გარემოში ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ტიპის საქმეების გამოძიება, როგორიც ია კერზაიას საქმეა

11:26, 03.04.2019

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი მიიჩნევს, რომ ია კერზაიას გარდაცვალების საქმის გამოძიება ძალიან მნიშვნელოვანია. ჰარცელმა კომენტარი გააკეთა ევროპარლამენტარების მიმართვის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრისადმი, რომელშიც კერზაიას საქმეზე არის საუბარი.

„ამ დაძაბულ პოლარიზებულ გარემოში და მით უმეტეს, არჩევნებთან მიახლოებულ პროცესში ასეთი ტიპის საქმეების გამოძიება მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია და ეს ფაქტი ტრაგიკული იყო“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

ზუგდიდის N6 საჯარო სკოლის დირექტორის, ია კერზაიას შვილი, ბაჩანა შენგელია „ფეისბუქში“ წერს, რომ თერთმეტმა ევროპარლამენტარმა სხვადასხვა პარტიიდან საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს წერილით მიმართეს, რომელშიც ია კერზაიას საქმის გამოძიებისკენ მოუწოდეს. ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, წერილს ხელს აწერენ ანა გომესი (S&D), მაიკლ გალერი (EPP), რებეკა ჰარმსი (Greens, EFA), ნატალი გრისბეკი (ALDE), ჯული უორდი (S&D), ალინ სმითი (Greens, EFA), ტანია გონსალეს პენია (GUE/NGL), ხოსე ინაციო ფარია (EPP), ჟან ლამბერტი (Greens, EFA).

მსგავსი