კარლ ჰარცელი – ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა პროდუქტიული შეხვედრები გამართეს, ეს არის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისადმი ევროკავშირის ერთგულების დადასტურება
საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრების ვიზიტს „ტვიტერში“ აჯამებს.
„დატვირთული დღე გვქონდა ავსტრიის, ლიეტუვისა და რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებთან ერთად თბილისში, რომლებიც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის მანდატით არიან ჩამოსული.
მინისტრებმა მოინახულეს ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზი და გამართეს პროდუქტიული შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, საგარეო საქმეთა მინისტრთან და მედიასთან.
ეს არის საქართველოსა და სამხრეთ კავკასიისადმი ევროკავშირის მტკიცე ერთგულების დადასტურება“, – წერს კარლ ჰარცელი „ტვიტერში“.
Busy day w/ Foreign Ministers of Austria, Lithuania & Romania in Tbilisi under mandate of HR/VP @JosepBorrellF.
Visit to administrative boundary line & productive meetings w/ @GharibashviliGe, @DZalkaliani & media.
Confirmation of EU’s strong commitment to 🇬🇪 & South Caucasus. pic.twitter.com/xYqGI1Xm3s— Carl Hartzell (@CarlHartzellEU) June 26, 2021