კარლ ჰარცელი - არჩევნების დამკვირვებლებთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი გამოწვევა „კოვიდ-19“-ია​
კარლ ჰარცელი - არჩევნების დამკვირვებლებთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი გამოწვევა „კოვიდ-19“-ია​

არჩევნების დამკვირვებლებთან დაკავშირებით, ყველაზე დიდი გამოწვევა „კოვიდ-19“-ია​, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა.

„ფოკუსირებული ვარ ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის მისიაზე. იმედია, რომ ამ ჯგუფების პირველი ნაწილის ჩამოსვლის შემდეგ, ჩვენ გავაკეთებთ დღეს განცხადებას, რომ ვხედავთ სტრუქტურის ჩამოყალიბებას. შემდეგი ნაბიჯი იქნება გრძელვადიანი დამკვირვებლების ჩამოსვლა და მერე მოკლევადიანების. ცხადია, ყველაზე დიდი გამოწვევა „კოვიდ-19“-ია. ეს არის, რაზეც ბრიუსელში აქტიურად ვმუშაობთ, მუშაობენ ჩვენი წევრი სახელმწიფოები, რათა გავაუმჯობესოთ ჩვენი შესაძლებლობები და შევძლოთ მონიტორების ადგილზე გაგზავნა. ასევე, დარწმუნებული ვიყოთ, რომ ოდირ-საც ექნება სრულმასშტაბიანი მისია. ეს მუშაობა გრძელდება და ზუსტი პასუხი არ მაქვს, თუმცა ჩემს დღის წესრიგში პრიორიტეტული თემაა“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

დატოვე კომენტარი