კარლ ჰარცელის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი სტატია არის კარგი შეჯამება, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია
კარლ ჰარცელის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი სტატია არის კარგი შეჯამება, რომ საქართველო ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორია

საქართველოში ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი აცხადებს, რომ სალომე ზურაბიშვილისა და შარლ მიშელის ერთობლივი სტატია არის კარგი შეჯამება, თუ რა მოლოდინი აქვს ევროკავშირს, და საქართველო მისი მნიშვნელოვანი პარტნიორია.

„ეს არის სტატია, რომელიც აჩვენებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებთან დაკავშირებით საკმაოდ ფართო პერსპექტივას, ცოტა ისტორიას, და არის ცოტა წინმჭვრეტელი. ის არსებითად ეხება საქართველოს და ევროკავშირს, მათ ურთიერთობებს, თუ რას ნიშნავს 19 აპრილის შეთანხმება და რა არის ახლა სამომავლო მოლოდინი.

მე განვიხილავ ამ სტატიას, როგორც კარგ შეჯამებას იმისა, თუ რა ეტაპზეა მოვლენები ახლა და რას ელოდება ევროპა. ის ხაზს უსვამს ფაქტს, რომ საქართველო არის ევროკავშირის მნიშვნელოვანი პარტნიორი და ჩვენ მოუთმენლად ველოდებით ევროკავშირსა და საქართველოს შორის პარტნიორობის გაღრმავებას.

ასევე, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ამ სტატიის აუდიტორია საქართველოს ფარგლებს სცდება. ასე რომ, ის ასევე მიმართულია საერთაშორისო აუდიტორიისადმი და მე ამას მივესალმები, რადგან ეს ასევე არის ჩვენსა და საქართველოს პარტნიორობაზე საერთაშორისო ყურადღების მიპყრობის გზა“, – აღნიშნა კარლ ჰარცელმა.

საქართველოს მომავალი ევროპულია, – ამ სათაურით აქვეყნებს „ევრონიუსი“ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელის ერთობლივ სტატიას.