კარლ-ჰაინც რუმენიგე - უეფას პრეზიდენტი ევროს ერთ ქვეყანაში გამართვაზე ფიქრობს
კარლ-ჰაინც რუმენიგე - უეფას პრეზიდენტი ევროს ერთ ქვეყანაში გამართვაზე ფიქრობს

მიუნხენის „ბაიერნის“ მმართველი საბჭოს თავმჯდომარემ კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდერ ჩეფერინი განიხილავს ევრო 2020-ის ჩატარებას ერთ ქვეყანაში და არა ევროპის 12 ქალაქში, როგორც ეს წინასწარ იყო დაგეგმილი. მიზეზი კორონავირუსის პანდემიაა.

„ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ, რომ ამ განსაკუთრებული ტურნირის ჩატარების იდეა მაშინ წარმოიშვა, როცა კორონავირუსი ჯერ არ არსებობდა… ეს იყო ევროსაბჭოს ინიციატივა, რომელსაც სურდა ფეხბურთი მთელს ევროპას ენახა.

მაგრამ მე ვიცი, რომ უეფას პრეზიდენტი ალექსანდრ ჩეფერინი, რომელიც ძალიან ფრთხილია კორონავირუსის საკითხში, ფიქრობს იმაზე, უმჯობესი ხომ არ იქნება ტურნირი ერთ ქვეყანაში ჩატარდესì, – მოჰყავს რუმენიგეს სიტყვები TZ-ს.

ელოდებიან, რომ უეფა ტურნირის შესახებ გადაწყვეტილებას მარტში მიიღებს.