კარლ-ენტონი ტაუნსს კორონავირუსი დაუდასტურდა
კარლ-ენტონი ტაუნსს კორონავირუსი დაუდასტურდა

კორონავირუსის გამო ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში უკვე არაერთი შეხვედრა გადაიდო. როგორც ცნობილი გახდა, „მინესოტას” ცენტრ კარლ-ენტონი ტაუნსს COVID-19 დაუდასტურდა. სწორედ ამ მიზეზით ჩაიშალა გუშინ „ტიმბერვულვზისა“ და „მემფისის“ მატჩი.

ტაუნსმა მცირე ინტერვიუ ESPN-ს მისცა.

„ბოლო თვეების განმავლობაში ჩემს ოჯახსში კორონავირუსის გამო ძალიან ბევრი კუბო დაგროვდა. ოჯახის რამდენიმე წევრი გარდამეცვალა ამ ვირუსით. ჩემი მოვალეობაა, რომ ოჯახი მუდმივ მზადყოფნაში მყავდეს და ინფორმაცია მაქსიმალურად მივაწოდო, რათა მათი დახმარება შევძლო.“