კარლ ენტონი ტაუნსის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა
კარლ ენტონი ტაუნსის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა

„მინესოტა ტიმბერვულვზის“ კალათბურთელის კარლ ენტონი ტაუნსის დედა კორონავირუსით გარდაიცვალა. ჟაკლინ ტაუნსი COVID 19-ის ინფექციას დაახლოებით 1 თვის განმავლობაში ებრძოდა, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. ეს ინფორმაცია ESPN-ს ტაუნსის აგენტმა დაუდასტურა.

კორონავირუსით მსოფლიოს მასშტაბით 2 მილიონზე მეტი ადამიანია ინფიცირებული. ინფექციამ 118 459 ადამიანის სიცოცხლე უკვე იმსხვერპლა. პანდემიის ეპიცენტრად ამერიკის შეერთებული შტატები არის ქცეული, სადაც ინფიცირებულთა რიცხვმა 600 ათასს გადააჭარბა.