„ლივერპულის“ მეკარე ლორის კარიუსი, რომელიც იჯარის წესით თამაშობს სტამბოლის „ბეშიქთაშში“, 2018 წლის ოქტომბრიდან არ იღებს ხელფასს, – წერს გაზეთი „თაიმსი“ (The Times). ჟურნალისტებმა გაარკვიეს, რომ დავალიანების საერთო ოდენობა დაახლოებით ერთ მილიონ ევროს შეადგენს. საიჯარო ხელშეკრულება ორ სეზონზეა გათვლილი.
დავალიანებასთან დაკავშირებით, 25 წლის გერმანელმა თებერვალში ფიფაში უჩივლა თურქულ კლუბს.
მიმდინარე სეზონში კარიუსმა „ბეშიქთაშის“ შემადგენლობაში 26 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 37 გოლი გაუშვა.