კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე ტაიმი ტვინის შერყევით ითამაშა
კარიუსმა ჩემპიონთა ლიგის ფინალის მეორე ტაიმი ტვინის შერყევით ითამაშა

“ლივერპულის” მეკარემ ლორის კარიუსმა სერიოზული ტრავმით ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში “რეალის” წინააღმდეგ. გერმანელმა ძალიან გარისკა თავისი ჯანმრთელობით.
24 წლის კარიუსმა მეორე ტაიმის დასაწყისში თავში იდაყვით დარტყმა მიიღო მადრიდელთა კაპიტნისგან სერხიო რამოსისგან. როგორ აღმოჩნდა, იმ მომენტში “ლივერპულის” კარის დარაჯს ტვინის შერყევა მიუღია.

რამდენიმე წუთის შემდეგ, კარიუსმა შეცდომა დაუშვა – ქარიმ ბენზემას დაუგორა ბურთი, 83-ე წუთზე კი ვერ გაუმკლავდა გარეტ ბეილის იოლ დარტყმას.
კარიუსი 31 მაისს, ბოსტონში ეწვია თავის ტრავმების სპეციალისტს და მასაჩუსეტსის უნივერსიტეტში საერთო პროფილის სურათები გადაიღო.

ექიმ როს ზაფონტესთან, რომელიც ამერიკული ფეხბურთის მოთამაშეებს თავის დაზიანებებისას მკურნალობს, კარიუსი “ლივერპულის” ექიმის ინიციატივით გააგზავნეს. ინგლისურ კლუბს კომენტარი არ გაუკეთებია.