კარის მორიგი ბრწყინვალე მატჩი და „გოლდენ სტეიტის“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „იუტასთან“ [ვიდეო] #1TVSPORT

12:42, 11.05.2021

ამერიკის ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის რეგულარული სეზონი დასასრულს უახლოვდება. „გოლდენ სტეიტმა“, რომელიც, დიდი ალბათობით, პლეი-ოფში გადასასვლელ შეხვედრებს ითამაშებს, საკუთარ არენაზე დასავლეთ კონფერენციის ლიდერ „იუტას“ უმასპინძლა და 3 ქულის სხვაობით 119-116 გაიმარჯვა. სტივ კერის გუნდში საუკეთესო კვლავ სტეფ კარი გამოდგა. „ვორიორსის“ ლიდერმა 36 ქულა მიითვალა. 19 ქულით დაასრულა მატჩი კენტ ბეიზმორმა. 20 ქულა ჰქონდა ჯორდან პულს.

იუტელთა შორის ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა ჯორდან კლარკსონმა. მის ანგარიშზე 41 ქულაა. 27 ქულა დააგროვა ბოიან ბოგდანოვიჩმა. 10 ქულითა და 16 მოხსნით ორმაგი დუბლი შეასრულა რუდი გობერმა.

მარცხის მიუხედავად „ჯაზი“ 50 მოგებითა და 19 მარცხით დასავლეთ კონფერენციას ლიდერობს. „გოლდენ სტეიტს“ 36 მოგება და 33 მარცხი აქვს და მე-8 ადგილზე იმყოფება.

 

გოლდენ სტეიტი – იუტა 119:116

https://www.youtube.com/watch?v=0Edk6RsygcI

 

ატლანტა – ვაშინგტონი 125:124

https://www.youtube.com/watch?v=NLHYMk9KPEI

 

კლივლენდი – ინდიანა 102:111

https://www.youtube.com/watch?v=xqdYODkgIgU

 

მემფისი – ნიუ ორლეანსი 115:110

https://www.youtube.com/watch?v=SGQBgcbFGGg

 

სან ანტონი – მილუოკი 146:125

https://www.youtube.com/watch?v=xkeSBZUgyAE

 

პორტლენდი – ჰიუსტონი 140:129

https://www.youtube.com/watch?v=ev104ZraN8A

მსგავსი