კარის ლევერსს ოპერაცია ჩაუტარდება
კარის ლევერსს ოპერაცია ჩაუტარდება

„ნეთსის“ გულშემატკივრებისთვის დღეს საკმაოდ უსიამოვნო ინფორმაცია გავრცელდა. კარის ლევერსს თითზე ოპერაცია ესაჭიროება და ის ბრუკლინელებს რამდენიმე კვირის განმავლობაში ვერ დაეხმარება. არადა 25 წლის კალათბურთელი კარიერის საუკეთესო სეზონს ატარებს. მიმდინარე სეზონზე ის მატჩში საშუალოდ მოედანზე 31.6 წუთს ატარებს და ამ დროის განმავლობაში საშუალოდ 16.8 ქულას და 5 მოხსნას აგროვებს. ბრუკლინური გუნდი ლევერსის ჩანაცვლებას, სავარაუდოდ ახლადშეძენილი იმან შამპერტით შეეცდება.

კევინ დურანტი ამ დრომდე ფეხის მძიმე ტრავმას მკურნალობს, თუმცა რამდენიმე დღის წინ „ბრუკლინის“ ტვიტერის ოფიციალურ გვერდზე დაიდო ფოტოები, სადაც ასახულია თუ როგორ ვარჯიშობს დურანტი. აქედან გამომდინარე უნდა ვივარაუდოთ რომ „კეი დის“ ტრავმის სარეაბილიტაციო პროცესი კარგად მიმდინარეობს.