კარიმ ნეშს გადაასწრო
კარიმ ნეშს გადაასწრო

„გოლდენ სტეიტ ვორიორზის“ გამთამაშებელი, სტეფ კარი NBA-ს ისტორიაში საჯარიმოების ყველაზე ზუსტი მსროლელია. ამ მაჩვენებლით NBA-ს სამგზის ჩემპიონმა, ლეგენდარულ კანადელს, სტივ ნეშს გადაასწრო.

სტეფის საჯარიმოების სროლის პროცენტი 90.44 შეადგენს. კარიერაში ნასროლი 2595 საჯარიმოდან სტეფ კარიმ 2347 გამოიყენა და ამ მაჩვენებლით ყველა დროის მსროლელებში პირველ ადგილზე გადაინაცვლა.