კარიმ და ტომპსონმა, შესაძლოა, დღეს ჰიუსტონის წინააღმდეგ ვერ ითამაშონ
კარიმ და ტომპსონმა, შესაძლოა, დღეს ჰიუსტონის წინააღმდეგ ვერ ითამაშონ

ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში გრძელდება პლეი ოფები.

დღეს, აღმოსავლეთ და დასავლეთ კონფერენციაში ნახევარფინალური სერიის პირველი მატჩები ჩატარდება. თბილისის დროით 21:00 საათზე, მილუოკი ბაქსი საკუთარ არენაზე ბოსტონ სელტიკსს მიიღებს. მოგვიანებით კი, 23:30 საათზე, მოქმედი ჩემპიონი გოლდენ სტეიტი საკუთარ ორაკლ არენაზე ჰიუსტონს უმასპინძლებს.

სტივ კერის გუნდს, შესაძლოა, დღეს სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდეს. საეჭვოა სტეფ კარისა და კლეი ტომპსონის თამაში. ორივე კალათბურთელს კოჭის ტრავმა აწუხებს და მათი ასპარეზობა სერიის პირველ თამაშში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. მათი პარკეტზე გასვლის საკითხი უშუალოდ შეხვედრამდე გადაწყდება. სტეფმა კოჭი კლიპერსთან ბოლო მატჩში დაუშავდა. რაც შეეხება კლეის, ის ასევე ლოს ანჯელესურ გუნდთან დაპირისპირების დროს, მესამე მეოთხედში დაშავდა, თუმცა როგორც გუნდის მთავარი ექიმი აღნიშნავს, ტომპსონის ტრავმა ნაკლებად სერიოზულია.