კარიმ ბენზემა - თუ მაღალი დონის მოთამაშეების რაოდენობა გაიზრდება, საუდის არაბეთის ლიგა საუკეთესო გახდება #1TVSPORT
კარიმ ბენზემა - თუ მაღალი დონის მოთამაშეების რაოდენობა გაიზრდება, საუდის არაბეთის ლიგა საუკეთესო გახდება #1TVSPORT

„ალ-იტიჰადის“ ფრანგმა თავდამსხმელმა, ოქროს ბურთის მოქმედმა გამარჯვებულმა, კარიმ ბენზემამ საუდის არაბეთის საფეხბურთო ლიგის განვითარების შესახებ ისაუბრა.

მადრიდის „რეალის“ ყოფილი კაპიტანი თვლის, რომ, მაღალი დონის მოთამაშეების რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდის შემთხვევაში, საუდის პრო ლიგა მსოფლიოში საუკეთესო გახდება.

„ახლა საუდის არაბეთის ჩემპიონატი აღმავლობის გზაზეა. თუ მაღალი დონის მოთამაშეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება, ეს ლიგა მსოფლიოში საუკეთესო გახდება. პროფესიონალი ფეხბურთელების მატება ხელს შეუწყობს საერთო დონის აწევას“, – განაცხადა კარიმ ბენზემამ.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის კლუბებში მიმდინარე ზაფხულს არაერთი ვარსკვლავი გადავიდა. მათ შორის არიან: კარიმ ბენზემა, ნეიმარი, ნ’გოლო კანტე, ალექსანდრ მიტროვიჩი, რობერტო ფირმინო, სადიო მანე და სხვები.

მანამდე, 2022 წლის დეკემბერში „ალ-ნასრის“ წევრი კრიშტიანო რონალდო გახდა, რომელსაც სეზონში 200 მილიონ ევროს უხდიან.