კარიმ აბდულ ჯაბარმა კვენტინ ტარანტინო გააკრიტიკა
კარიმ აბდულ ჯაბარმა კვენტინ ტარანტინო გააკრიტიკა

კუენტინ ტარანტინოს ახალ ფილმს – „ერთხელ ჰოლივუდში“ ბევრი გამოხმაურება მოჰყვა კრიტიკოსებისგან და კინოს მოყვარულებისგან. კინოსურათი ცნობილმა სპორტსმენებმაც იხილეს. ტარანტინოს უკანასკნელი ნამუშევარი „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლეგენდარულმა კალათბურთელმა კარიმ აბდულ ჯაბარმაც ნახა და კვენტინი ბრუს ლის ერთფეროვნად წარმოჩენის გამო გააკრიტიკა.

„მე ძალიან არ მომეწონა ის, რომ ტარანტინომ გადაწყვიტა ბრუს ლის ასეთ ერთ განზომილებაში ჩვენება! მე ასეთი რეაქცია ნამდვილად არ მექნებოდა თუ რეჟისორი ლის სხვა კუთხითაც წარმოჩენას შეეცდებოდა, თუმცა მე მხოლოდ ერთი გაუგებარი სცენა ვიხილე, რაც მართებულად არ მიმაჩნია“, -აღნიშნა კარიმმა.