#კარიკატურა | შენგელიასა და შერმადინს ვერც ფინელები შესწვდნენ და ვერც შვეიცარიელები

14:10, 01.12.2020

შენგელიასა და შერმადინს ვერც ფინელები შესწვდნენ და ვერც შვეიცარიელები – ეს სათაური პირდაპირი გაგებითაც შეგვიძლია გავიაზროთ და გადატანითი მნიშვნელობითაც.

შერმადინი 216 სმ სიმაღლისაა, თითქმის ერთი თავით მაღალია ყველაზე ტანმაღალ ფინელ და შვეიცარიელ მეტოქეებზე. ეს უპირატესობა კარგად გამოიყენა საქართველოს ნაკრებმა. თუმცა მხოლოდ სიმაღლე საქმეს არ შველის – შენგელია, შერმადინი და მაკფადენი ევროპაში ტოპ-კლასის კალათბურთელებად ითვლებიან.

ფინეთისა და შვეიცარიის ნაკრების კალათბურთელები მათ ვერც კლასით დაეტოლნენ და მივიღეთ ჩვენთვის სასიხარულო შედეგი – ევრობასკეტის შესარჩევ ეტაპზე ქართველებმა ფინეთი 91:85 დაამარცხეს, შვეიცარია – 91:84 და ჯგუფს ოთხი მოგებით ლიდერობენ.

მსგავსი