კარიკარიმ „დინამო“ დატოვა, ორშულა და ბენიო კარანტინში არიან
კარიკარიმ „დინამო“ დატოვა, ორშულა და ბენიო კარანტინში არიან

კვამე კარიკარი თბილისის „დინამოდან“ წავიდა, – ამის შესახებ თბილისელთა პრესსამსახური იუწყება.

„კვამე კარიკარის კლუბთან არსებული კონტრაქტი დაუსრულდა და დედაქალაქურ გუნდს დაემშვიდობა. „დინამო“ განელ თავდამსხმელს წარმატებას უსურვებს მომავალ კარიერაში“, – წერია გუნდის განცხადებაში.

„დინამო თბილისში“ 27 წლის განელი ფორვარდი 2019 წელს ჩაირიცხა – მას „დინამო თბილისთან“ ხელშეკრულება 1+1 წლით ჰქონდა გაფორმებული, მაგრამ ხელშეკრულება არ გახანგრძლივდა.

თბილისის „დინამომ“ ცნობა სხვა ლეგიონერებთან დაკავშირებითაც გაავრცელა. სლოვაკი შემტევი ფილიპ ორშულა და ტოგოელი მცველი საიმონ ბენიო საქართველოში დაბრუნდნენ და სავალდებულო ორკვირიან კარანტინში იმყოფებიან, რის შემდეგაც გუნდს შეუერთდებიან.