კარიერის საუკეთესო გოლი - ებრალიძემ „პაფოსს“ გაუტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ავთო ებრალიძემ კვიპროსის ჩემპიონატში შესანიშნავი გოლი გაიტანა და „დოქსას“ „პაფოსთან“ საშინაო მატჩში ქულის მოპოვებაში დაეხმარა. თუმცა მის გუნდს მოგებაც შეეძლო და ეს შანსი ხელიდან გაუშვა.

ებრალიძე (რომელსაც საქართველოს ნაკრებში უთამაშია) „დოქსას“ ძირითად შემადგენლობაში იყო მე-16 ტურის მატჩში „პაფოსთან“, რომელიც ფრედ 1:1 დასრულდა. 29 წლის ქართველმა თავდამსხმელმა შეუცვლელად ითამაშა, ანგარიში კი 22-ე წუთზე შორეული, ეფექტური დარტყმით გახსნა. მაგრამ ქართველის გუნდმა ეს უპირატესობა ვერ შეინარჩუნა. 74-ე წუთზე „პაფოსმა“ ჯეისონ პალაციოსის გოლით წონასწორობა აღადგინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 1:1.

„ეს ჩემი კარიერის საუკეთესო გოლია, რადგან ამ გოლით მოვიპოვეთ ქულა, ხოლო პირადად ჩემთვის მნიშვნელოვანი იმიტომაც არის, რომ ფსიქოლოგიურად კარგად იმოქმედებს. ჩვენთვის ფინალის ტოლფასი იქნება შემდეგ ტურში პაეეკ-თან მატჩი, რომლისთვისაც კარგად მოვემზადებით“, – განაცხადა მატჩის შემდეგ „დოქსას“ ბომბარდირმა ავთო ებრალიძემ, რომელმაც მიმდინარე სეზონში მესამე გოლი გაიტანა.

ებრალიძის გუნდმა სეზონის მთავარი ამოცანა ვერ გადაჭრა, ფინალურ ექვსეულში ვერ მოხვდა და 21 ტურის შემდეგ მოპოვებული 19 ქულით მე-9 ადგილზეა. რეგულარული სეზონის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი, „დოქსა“ წინა პოზიციებზე მყოფ გუნდებს ვეღარ დაეწევა და ლიგაში დასარჩენად ქვედა ექვსეულში ითამაშებს.