კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი - კვეკვესკირმა პოლონეთში პირველად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT
კარიერის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი - კვეკვესკირმა პოლონეთში პირველად გაიტანა [ვიდეო] #1TVSPORT

ნიკა კვეკვესკირმა პოლონეთის ექსტრაკლასაში გასაოცარი გოლი გაიტანა, რომლითაც პოზნანისლეხს“ მნიშვნელოვანი სამი ქულის მოპოვებაში დაეხმარა.

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ძირითად შემადგენლობაში ითამაშა, „ლეხმა“ კი საკუთარ მოედანზე გდანსკის „ლეხიას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ანგარიში მე -17 წუთზე მიქაელ იშაკმა გახსნა, ხოლო საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა იდეალურად შეასრულა ჯარიმა 62-ე წუთზე და შეხვედრის ანგარიში დააფიქსირა – 2:0. 73-ე წუთზე ქართველი ფეხბურთელი შეცვალეს.

ლეხმა“ ექსტრაკლასაში ზედიზედ მეოთხე მატჩი მოიგო, 5 ტურის შემდეგ 13 ქულა დააგროვა და პოლონეთის ჩემპიონატს ლიდერობს. გუნდი სამი ქულით უსწრებს შჩეცინისპოგონს“, რომელსაც ექვს დღეში, 28 აგვისტოს საკუთარ სტადიონზე უმასპინძლებს.

ნიკა კვეკვესკირი პოზნანისლეხში“ 2021 წლის დასაწყისში ჩაირიცხა. აღსანიშნავია, რომ მან პოლონური გუნდის ფორმით 16 მატჩი ჩაატარა, გოლი კი პირველად გაიტანა. ეს მის კარიერაში გატანილი ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური გოლი იყო.