კარიერაში პირველად, კრიშტიანო რონალდო ზედიზედ ორი სეზონია ტიტულის გარეშე დარჩა #1TVSPORT
კარიერაში პირველად, კრიშტიანო რონალდო ზედიზედ ორი სეზონია ტიტულის გარეშე დარჩა #1TVSPORT

გამოვლინდა 2022-23 წლების სეზონში საუდის არაბეთის ჩემპიონი. ტიტული მოიპოვა „ალ-იტიჰადმა“, რომელიც მიუღწეველი გახდა კრიშტიანო რონალდოს „ალ-ნასრისთვის“.

საუდის არაბეთის ჩემპიონატის ბოლოსწინა ტურში „ალ-იტიჰადმა“ „ალ-ფეიჰი“ დაამარცხა, ხოლო „ალ-ნასრმა“ ფრედ ითამაშა „ალ-იტიფაკთან“, რითიც პირველ და მეორე ადგილებს შორის სხვაობა ხუთ ქულამდე გაიზარდა.

ასე რომ, რონალდომ საუდის არაბეთში ჩატარებულ პირველ სეზონში ვერცერთი ტიტულის მოპოვება ვერ შეძლო. და საერთოდ, პორტუგალიელმა პირველად კარიერაში ზედიზედ ორი სეზონი ისე ჩაატარა, რომ უტიტულოდ დარჩა. ბოლოს რონალდომ „იუვენტუსთან“ ერთად მოიგო იტალიის თასი.