კარი გოლდენ სტეიტს გასვლით ტურნეში გაყვება
კარი გოლდენ სტეიტს გასვლით ტურნეში გაყვება

NBA-ის ჩემპიონის, გოლდენ სტეიტის მთავარი მწვრთნელი სტივ კერი, უახლოეს დღეებში გუნდის ერთ-ერთი ლიდერის, გამთამაშებლის სტივ კერის დაბრუნებას ელოდება.

„კარი გაცილებით კარგად გრძნობს თავს. ყოველდღე ვაკონტროლებთ მის მდგომარეობას. ჩვენი ექიმების გუნდი აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ სტივენი „უორიორზის“ უახლოეს გასვლით ტურნეში ითამაშებს“, – მოჰყავს ESPN-ს კერის სიტყვები.

კარიმ 9 ნოემბერს, მილუოკისთან მატჩში მიიღო საზარდულის ტრავმა და უკვე ცხრა მატჩი გამოტოვა. ამ პერიოდში, „უორიორზმა“ ოთხი მატჩი მოიგო და ხუთჯერ დამარცხდა. გოლდენ სტეიტის გასვლითი სერია ნოემბრის ბოლოს დაიწყება – ჩემპიონი აღმოსავლეთის ხუთ გუნდს: ტორონტოს, დეტროიტს, ატლანტას, კლივლენდსა და მილუოკის უნდა შეხვდეს.