კარი და ბილი კვირის მოთამაშეები არიან
კარი და ბილი კვირის მოთამაშეები არიან

„ეროვნულმა საკალათბურთო ასოციაციამ“ (NBA) გასული კვირის საუკეთესო მოთამაშეები დაასახელა.

აღმოსავლეთ კონფერენციაში საუკეთესოდ გამოცხადდა „ვაშინგტონის“ მცველი ბრედლი ბილი. „უიზარდსმა“ სამიდან ორი მატჩი მოიგო. ბილის საშუალო მაჩვენელები კი 30.0 ქულა, 6.0 მოხსნა და 7.0 შედეგიანი პასი იყო. „ვაშინგტონი“ 11 მოგებითა და 15 წაგებით მეათე ადგილზეა აღმოსავლეთ კონფერენციაში.

დასავლეთი კონფერენციის ლაურეატი გახდა „გოლდენ სტეიტის“ გამთამაშებელი სტივენ კარი. ის ტრავმის შემდეგ გასულ კვირას დაბრუნდა მოედანზე და საშუალოდ 30.7 ქულა, 5.3 მოხსნა და 5.7 შედეგიანი პასი დააგროვა. მოქმედმა ჩემპიონმა ზედიზედ სამი მატჩი მოიგო და დასავლეთი კონფერენციის პირველ ადგილზე დაბრუნდა.

დატოვე კომენტარი