კარგი დასაწყისის ცუდი დასასრული - ტოჩინოშინის მესამე ბრძოლა მაისის ბაშოზე [ვიდეო] #1TVSPORT

მაისის ბაშოზე პირველი ორი წარუმატებელი დღის შემდეგ ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) მეტოქე მე-8 მაეგაშირა ტერუციოში იყო.

საკმაოდ საინტერესო ორთაბრძოლა გამოვიდა, ტოჩინოშინი ახლოსაც იყო პირველ მოგებასთან, მაგრამ საბოლოოდ, ტერუციოშიმ იორიკირის ილეთით გაიმარჯვა.

ამრიგად, სამი დღის შემდეგ ტოჩინოშინი ჯერეჯერობით მოგების გარეშეა. მისი მომდევნო მეტოქე მე-7 მაეგაშირა ტაკარაფუჯი იქნება.