კარგი და ცუდი ამბავი ჯვაროსნებისთვის - ქვილითაიამ ვარჯიში განაახლა, ოქრიაშვილი ისევ დაშავდა
გიორგი ქვილითაია მოედანს დაუბრუნდა და დიდი ალბათობით, ახალი წლიდან „გენტს“ დაეხმარება.
საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი სექტემბერში, სანაკრებო ვარჯიშზე დაშავდა და ამის გამო ერთა ლიგაზე მხოლოდ პირველი ტურის შეხვედრა ჩაატარა.
მას შემდეგ 25 წლის ქართველი თავდამსხმელი მკურნალობდა, რეაბილიტაციაც დაასრულა და ახლა კლუბთან ერთად სრული დატვირთვით ვარჯიშობს. ამის ამსახველი ვიდეო და ფოტო-მასალა ფეხბურთელზე საკუთარ instagram-ის გვერდზე გამოაქვეყნა.
სამაგიეროდ, ისევ უსიამოვნო ამბავია თორნიკე ოქრიაშვილის თავს. „კრასნოდარში“ მის დაბრუნებას გულშემატკივრები თურქულ „აკხისარ ბელედიესპორთან“ ევროპის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩში ელოდნენ. მაგრამ არ უთამაშია. ახლა ისევ ითქვა, რომ ითამაშებდა, მაგრამ როგორც გაირკვა, საქართველოს ნაკრების მოთამაშე „როსტოვთან“ თამაშამდე გამართულ ბოლო ვარჯიშზე ისევ დაშავდა.
თუმცა, თორნიკეს ტრავმა მძიმე არაა და ვარჯიშს მალე განაახლებს.