კარგი ამბები „აპოელიდან“ - დვალი და ქვილითაია სათამაშოდ მზად არიან #1TVSPORT
კარგი ამბები „აპოელიდან“ - დვალი და ქვილითაია სათამაშოდ მზად არიან #1TVSPORT

კვირას, 28 აგვისტოს, ქართული სამეულის „აპოელი“ კვიპროსის ჩემპიონატის პირველ ტურში „პაფოსს“ დაუპირისპირდება და სავარაუდოდ, გიორგი ქვილითაია თამაშს შეძლებს, ხოლო ლაშა დვალი მალე დაბრუნდება – ინფორმაციას გამოცემა Balla ავრცელებს.

„ქართველები თამაშში არიან – „აპოელის“ კვიპროსულ რეალობაში დაბრუნდნენ. კონფერენს ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ კვიპროსელმა მწვრთნელმა და მისმა ფეხბურთელებმა ყურადღება გადაიტანეს ჩემპიონატზე და განსაკუთრებით პირველ მატჩზე ამბიციური „აპოფოსის“ წინააღმდეგ, რომელსაც ნიქოზიაზე უმასპინძლებენ.

ლურჯ-ყვითლები დაქვეითების მეორე დღესვე დაბრუნდნენ ნიქოზიაში. ფეხბურთელების უმეტესობა გამოჯანმრთელდა და ხუთშაბათს სრული დატვირთვით ივარჯიშებენ. კვირას მატჩის წინ, ლაშა დვალის შესახებ დადებითი ინფორმაციაა. ქართველი ოფიციალურ დებიუტს სავარაუდოდ ერთთვიანი ვარჯიშის დასრულების შემდეგ შეასრულებს (დაიწყო 29 ივლისს) და მზადაა, გუნდს დაეხმაროს.

კარგი ამბავი გიორგი ქვილითაიას თაობაზეც. ის უკვე 10 დღეა სრულყოფილად ემზადება და არანაირი დისკომფორტი არ აწუხებს. ცნობილია, ევროტურნირებზე თამაში რამდენად სურდა. მაგრამ ახლა მთავარია, რომ ის ნელ-ნელა მოედანს დაუბრუნდა და კვირას გუნდში იქნება თამაშის კარგი შანსებით, თუკი მატჩის მსვლელობა ამას მოითხოვს. ასევე ბრუნდება ხოსე კრესპო, რომელიც დაცვაში ჩვეულ პოზიციას დაიკავებს და შესაძლოა, დვალთან დუეტიც შექმნას“, – წერს კვიპროსული გამოცემა.